(+995 32) 250 02 02 info@lendo.ge
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 14:00
(+995 32) 250 02 02 info@lendo.ge
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 14:00

პორტალის გამოყენების წესები და პირობები

პორტალის გამოყენების წესები



1.  განმარტებები


1.1. პორტალის გამოყენების წესები (შემდგომში "წესები") განსაზღვრავს პორტალზე ორმხრივი ურთიერთობების და ინფორმაციის გაცვლის პროცედურებს, მხარეებს შორის განაცხადების და შესაბამისი პროდუქციისა თუ მომსახურების მიღებისას, ასევე ხელშეკრულების შესრულებისთვის(ასეთი არსებობის შემთხვევაში).


1.2. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებსა და გამოთქმებს ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:


1.2.1. პროდუქტის მესაკუთრე- იურიდიული პირი რომლის პროდუქტსაც (მაგალითად: სესხი, ლიზინგი) და სერვისებსაც გასცემს/ყიდის/მართავს შპს „ბიარესი“ მათ შორის ამ პორტალის მეშვეობით.


1.2.2. შპს „ბიარეს“ ან წარმომადგენელი –შპს „ბიარეს“ ს/კ: 405284829, რომელიც ახორციელებს პროდუქტის მესაკუთრის პროდუქტის და სერვისების გაცემას/გაყიდვას/მართვას მათ შორის პორტალის მეშვეობით.

1.2.3. მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნა თავისი პროფილი პორტალზე, მოითხოვა პროდუქტის მესაკუთრის შესაბამისი პროდუქტი და სერვისი და რომელმაც საბოლოოდ დადებითი პასუხის შედეგად გააფორმა ხელშეკრულება პროდუქტის მესაკუთრესთან.

1.2.4. ხელშეკრულება -  პროდუქტის მესაკუთრესა ან/და მის წარმომადგენელს და მომხმარებელს შორის გაფორმებული შესაბამისი პროდუქტის ხელშეკრულება, და მასთან დაკავშირებული ყველა შესწორება და დანართი.

1.2.5. პორტალი:   ვებ-გვერდი (მიმდინარე დომენით www.lendo.ge), რომელიც ეკუთვნის წარმომადგენელს, რომელზეც მომხმარებელს აქვს წვდომა თავის პროფილზე იდენტიფიცირების შემდეგ და მხარეები განახორციელებენ ორმხრივ ურთიერთობასა და ინფორმაციის გაცვლას ხელშეკრულების ფარგლებში.


1.2.6. პროფილი - მომხმარებლის პირადი გვერდი, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა წარმატებით გავლილი იდენტიფიკაციის შედეგად და რომელზე წვდომაც ხორციელდება მომხმარებლის ელ-ფოსტის/პროფილის ID-ს და პროფილის პაროლის მონაცემების შეყვანის შემდეგ.


1.2.7 მხარეები- მომხმარებელი ან/და პროდუქტის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი ერთობლივად მოხსენიებეული ამ წესებში.

1.3 პორტალზე პროფილის შექმნით მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას, რომ მომხმარებლის პროფილის მეშვეობით განხორციელდეს კომუნიკაცია და ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული ფორმით ურთიერთობა სხვადასხვა პროდუქტის მესაკუთრესთან ან მის წარმომადგენელთან. ეთანხმება რომ ასეთი კომუნიკაციით მიღებული ინფორმაცია სავალდებულოა შესასრულებლად და ეთანხმება ამ წესებს.


2.  პროფილის შექმნა და გააქტიურება


2.1.  პროდუქტის მესაკუთრე (წარმომადგენელი), შესაბამისი პროდუქტის მიღებაზე მომხმარებლის მხრიდან მიღებული განაცხადის საფუძველზე, ქმნის მომხმარებლისათვის პასიურ პროფილს და ანიჭებს პროფილს თავდაპირველ პაროლს, რომელიც გაიგზავნება მომხმარებლის მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე ან პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) სერვის-ცენტრში მყოფ მომხმარებელს პირადად გადაეცემა.


2.2.  იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მოისურვებს პროდუქტის მესაკუთრესთან (წარმომადგენელთან),  ორმხრივ ურთიერთობას ან ინფორმაციის გაცვლას პორტალზე არსებული პროფილის საშუალებით, მომხმარებელმა უნდა წესებისა წინამდებარე ნაწილში მოცემული მითითებების თანახმად გააქტიუროს პროფილი.


2.3.  მომხმარებელმა პასიური პროფილის გასააქტიურებლად პორტალზე თანმიმდევრულად უნდა განახორციელოს შემდეგი პროცედურა:

2.3.1.  თავდაპირველად, პორტალზე მითითებულ ველში უნდა ჩაწეროს მომხმარებლის ელ-ფოსტა/პროფილის ID და თავდაპირველი პაროლი;

2.3.2.  წარმოდგენილი პროცედურის თანახმად მომხმარებელმა საკუთარი ნება-სურვილით უნდა შეცვალოს თავდაპირველი პაროლი მის მიერ შერჩეული შესაბამისი პროფილის ახალი პაროლით;

2.3.3.  წინამდებარე წესებისა გაცნობის შემდეგ უნდა დაადასტუროს, რომ მისთვის გასაგები და მისაღებია ხსენებული წესები;

2.3.4.  მომხმარებელი, პროფილის გააქტიურებისას უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებს, დაეთანხმოს მათ, ასევე დაადასტუროს საკუთარი ქმედუნარიანობა და რომ არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.


2.4.  პროფილის გააქტიურების შემდეგ პროდუქტის მესაკუთრეს(წარმომადგენელს),  შეუძლია მომხმარებლის იდენტიფიცირება პორტალის პროფილის საშუალებით და მხარეები შეძლებენ ორმხრივი ურთიერთობის დამყარებას და ინფორმაციის გაცვლას პორტალზე პროფილის მეშვეობით, რომელსაც ორივე მხარისათვის იურიდიულად სავალდებულო ძალა ექნება.


3.  მომხმარებლის იდენტიფიცირება და ორმხრივი ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის წინაპირობები


3.1.  პროფილზე წვდომისა და გამოყენების მიზნით მომხმარებლის იდენტიფიცირება განახორციელდება მომხმარებლის ელ-ფოსტის მისამართითა/პროფილის ID და პროფილის პაროლით, რომელსაც მომხმარებელი ჩაწერს პორტალზე მითითებულ გრაფაში.


3.2.  მომხმარებელს უფლება აქვს შეცვალოს მომხმარებელის მაიდენტიფიცირებელი ელ-ფოსტის მისამართი/პროფილის ID და პაროლი პორტალზე წარმოდგენილი პროცედურის შესაბამისად ან პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) სერვის-ცენტრში ყოფნის დროს.


3.3.  მომხმარებლის სრულყოფილად და სათანადო წესით იდენტიფიცირების მიზნით მომხმარებელმა უნდა შეასრულოს პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) მოთხოვნა, რომლითაც პროდუქტის მესაკუთრე (წარმომადგენელი) ითხოვს მომხმარებლის პიროვნების დამადასტურებელი დამატებითი საბუთების ან ინფორმაციის წარმოდგენას, ასევე მომხმარებელის მხირდან დამატებითი ზომების მიღებას, რისი საშუალებითაც მოხდება მომხმარებლის პიროვნების იდენტიფიცირება, მათ შორის მოსთხოვოს მომხმარებელს პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) სერვის-ცენტრში პირადად გამოცხადება.


3.4.  მომხმარებლის მიერ საკუთარი ელ-ფოსტის მისამართისა/პროფილის ID და პაროლის შეყვანის შემდეგ პორტალის პროფილზე განხორციელებული ყველა ქმედება ჩაიითვლება მომხმარებლის ხელმოწერად ან თანხმობად. მომხმარებლის მიერ საკუთარი ელ-ფოსტის მისამართისა/პროფილის ID და პაროლის სათანადო წესით შეყვანის შემდეგ პორტალის პროფილის საშუალებით გაკეთებული ყველა სახის მოთხოვნა, თანხმობა, შეტყობინება, ხელშეკრულებაში შესწორების შეტანა, აგრეთვე მომხმარებლის მიერ დადასტურებული ან წარდგენილი ყველა სახის საბუთი მხარეებისთვის სავალდებულო და იურიდიული ძალის მქონე იქნება და გაუთანაბრდება წერილობით შესრულებულ საბუთებს.


3.5.  პროფილის პაროლი წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მხარეები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ იგი და არ დაუშვან, რომ პაროლი ცნობილი გახდეს მესამე მხარისათვის. მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს პაროლი, აგრეთვე რეგულარულად უზრუნველყოს პაროლის შეცვლა, თუმცა იმაზე არანაკლები სიხშირით, რა ვადაც პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის),  მიერ არის მითითებული.


3.6.  თუ პროფილის პაროლი მესამე მხარისთვის გახდა ან შეიძლება გახდეს ცნობილი, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს ამის თაობაზე პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) წერილობით ან ტელეფონის საშუალებით, პროდუქტის მესაკუთრე (წარმომადგენელი) კი შესაძლო უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს პროფილის დაბლოკვას მანამდე, ვიდრე მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე არ გაიცემა პროფილის ახალი თავდაპირველი პაროლი და მომხმარებელი არ დაავალებს პროდუქტის მესაკუთრეს(წარმომადგენელს)  პროფილის განბლოკვას.


3.7. პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) ენიჭება ერთპიროვნული უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, დაბლოკოს პროფილი თუ არსებობს ეჭვი პროფილით არაავტორიზებულ სარგებლობაზე, მათ შორის, თუ პროდუქტის მესაკუთრე (წარმომადგენელი) ეჭვს მიიტანს, რომ პროფილის პაროლი მესამე მხარისთვის გახდა ან შეიძლება გახდეს ცნობილი, ან თუ პრუდუქტის მესაკუთრე (წარმომადგენელი) ეჭვს მიიტანს უკანონო საქმიანობაზე, აგრეთვე პროდქუტის მესაკუთრის (წარმომადგენელის) შეხედულებისამებრ, ყველა სხვა შემთხვევაში, რათა უზრუნველყოს პროდუქტის მესაკუთრისა (წარმომადგენელსა) და მომხმარებელს შორის ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოება, მთლიანობა და კონფიდენციალობა ან თავიდან აირიდოს პროდუქტის მესაკუთრის(წარმომადგენელის) , ან მომხმარებლებისთვის შესაძლო ზიანის მიყენება.


3.8.  მხარეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით, პროდუქტის მესაკუთრეს(წარმომადგენელს) ენიჭება ერთპიროვნული უფლება ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მომხმარებელს დამატებითი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარმოდგენა მხარეებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის ან ინფორმაციის გაცვლის დასადასტურებლად, აგრეთვე მოსთხოვოს მომხმარებელს დამატებითი ზომების მიღება მხარეებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის ან ინფორმაციის გაცვლის დასადასტურებლად, მათ შორის სთხოვოს მომხმარებელს პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) სერვის-ცენტრში პირადად გამოცხადება.


3.9.  პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) უფლებამოსილია ცალმხრივად გავიდეს (შეწყვიტოს) მხარეებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობიდან ან ინფორმაციის გაცვლიდან, თუ:

3.9.1.  მომხმარებელი არ დაემორჩილება წინამდებარე წესებს;

3.9.2.  მხარეთა შორის ორმხრივი ურთიერთობა ან ინფორმაციის გაცვლა ბუნდოვანი ან უწესრიგოა კავშირის ელექტრონულ საშუალებებში არსებული ხარვეზების ან გაუმართავი ფუნქციონირების გამო;

3.9.3.  მხარეთა შორის ორმხრივი ურთიერთობა ან ინფორმაციის გაცვლა ბუნდოვანი ან უწესრიგოა მომხმარებლის მიერ პორტალზე შესასვლელად გამოყენებული ინტერნეტის ბრაუზერის ან კლავიატურაზე ასოთ განლაგების გამო;

3.9.4.  პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) აქვს ეჭვი, რომ არ ხდება მომხმარებლის სრულყოფილად და სათანადო წესით იდენტიფიცირება, და რომ მომხმარებელმა არ მიიღო პროდუქტის მესაკუთრის(წარმომადგენელის) მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების 3.3 პუნქტით განსაზღვრული ზომები;

3.9.5.   3.8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;


4.  მხარეებს შორის ორმხრივი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა


4.1.  მომხმარებლის პროფილის გააქტიურებისა და მისი იდენტიფიცირების შემდეგ მომხმარებელმა უნდა დაამყაროს ორმხრივი ურთიერთობა და განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა პროდუქტის მესაკუთრესთან(წარმომადგენელთან) პორტალის პროფილის საშუალებით.


4.2.  მომხმარებელს პორტალის პროფილის გამოყენებით უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი პროდუქტის მირება და სევე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და დაამტკიცოს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები პროფილზე შემდეგი თანმიმდევრული მოქმედებების განხორციელების გზით: 

4.2.1.  საკუთარი შეხედულებისამებრ, პორტალზე მითითებული პროცედურის შესაბამისად, ინიცირება გაუკეთოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა პორტალზე მითითებული ინფორმაციის წარმოდგენის გზით;

4.2.2.  გაეცნოს პორტალზე ოფერტებს, ხელშეკრულების ცვლილებებს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას კლიენტის/ პროდუქტის მესაკუთრის(წარმომადგენლის) მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ.  

4.2.3.  გადაამოწმოს პორტალზე წარმოდგენილი, ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შემოთავაზების ინფორმაციის სისრულე და სიზუსტე, დარწმუნდეს, რომ ცვლილებები მომხმარებლისათვის გასაგებია და ასახავს მომხმარებლის ნება-სურვილს;

4.2.4.  დაადასტუროს, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის დროს მომხმარებელი ქმედუნარიანია და არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;

4.2.5.  დაადასტუროს შემოთავაზებული ცვლილებები ხელშეკრულებაში, თუ მომხმარებელი მათ ეთანხმება და სურს შეიტანოს ხელშეკრულებაში ცვლილება.


4.3.  მომხმარებლის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ხელშეკრულებაში შეტანილად ჩაითვლება და ძალაში შევა მას შემდეგ, რაც განხორციელდება წინამდებარე წესებისა 4.2 მუხლში ჩამოთვლილი მოქმედებები. რაც შეეხება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნება პორტალის პროფილზე.


4.4.  მომხმარებელს უფლება აქვს განაახლოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია პორტალის პროფილზე შემდეგი თანმიმდევრული მოქმედებების განხორციელების გზით:

4.4.1.  საკუთარი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის განახლება პორტალზე წარმოდგენილი პროცედურის შესაბამისად;

4.4.2.  გაეცნოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას რომელიც განახლებულია და რომელიც შესაბმისობაშია მოხმარებლის მიერ წარდგენილ ინფორმაციასთან, არის სრული და ზუსტი.

4.4.3.  დაადასტუროს, რომ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის განახლების დროს მომხმარებელი ქმედუნარიანია და არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;

4.4.4.  დაადასტურსო მომხმარებლის შესახებ განახლებული ინფორმაცია.


4.5.  მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის სწორად და სათანადო წესით განსაახლებლად პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) ენიჭება ერთპიროვნული უფლება ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მომხმარებელს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარმოდგენა, მათ შორის მოსთხოვოს მომხმარებელს პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) სერვის-ცენტრში პირადად გამოცხადება.


4.6.  პორტალის პროფილის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ასევე განაახლოს ინფორმაცია მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შესახებ და ატვირთოს პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენელის) მიერ მოთხოვნილი ან მომხმარებლის მიერ ინიცირებული შესაბამისი საბუთები და საკუთარი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მომხმარებელი ვალდებულია გასცეს სრული და ზუსტი ინფორმაცია და დოკუმენტაციის შესახებ.


4.7.  მომხმარებლის გადახდისუნარიანობის სწორად შეფასების მიზნით პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) ენიჭება ერთპიროვნული უფლება ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მომხმარებელს გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარმოდგენა,ან/და პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) სერვის-ცენტრში, პირადად გამოცხადება.


4.8.  მომხმარებელს უფლება ენიჭება პორტალის პროფილის საშუალებით ნებისმიერ დროს განახორციელოს პორტალზე ხსენებული ნებისმიერი სხვა მოქმედება, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: მიიღოს ინფორმაცია განაცხად(ებ)ის, მოთხოვნ(ებ)ის დადასტურების ხელშეკრულებ(ებ)ის დადების, სახელშეკრულებო გადახდების, ხელშეკრულებ(ებ)აში შესული ცვლილებების დამტკიცების შესახებ და გაეცნოს ინფორმაციას მხარეებს შორის ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში წარმართული მთელი ორმხრივი ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.


4.9.პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენელის) მიერ ინიცირებულ ნებისმიერ ცვლილებაზე ხელშეკრულებაში მხარეთა შორის კომუნიკაცია და ცვლილების შეტანა  უნდა განხორციელდეს  ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.


5.  მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები


5.1.  მომხმარებელი ვალდებულია: 

5.1.1. არ გამოიყენოს პორტალი უკანონო საქმიანობისთვის, მათ შორის თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის; 

5.1.2. პორტალის გამოყენებისას მიუთითოს მხოლოდ ნამდვილი ინფორმაცია;

5.1.3. გამოიყენოს მხოლოდ პორტალი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ქმედუნარიანია და არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან მომწამვლელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;

5.1.4. ელექტრონული კომუნიკაციისა და მონაცემთა პორტალის პროფილში გადაცემისთვის გამოიყენოს მხოლოდ უსაფრთხო საშუალებები და მოწყობილობები;

5.1.5. პროდუქტის მესაკუთრესთან(წარმომადგენელთან) ურთიერთობის დროს მოიქცეს მართებულად, საზოგადოებაში ზოგადად მიღებული მორალური/ეთიკური წესებისა და ნორმების დაცვით.


5.2.  წინამდებარე წესებისა დამტკიცებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ აქვს უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყეტილება წინამდებარე წესებსა და პორტალის პროფილის გამოყენების დათანხმებაზე ასევე პორტალის პროფილის მეშვეობით ნებისმიერი ქმედების და ტრანზაქციის განხორციელებაზე, მათ შორის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მისთვის ცნობილია პროფილის საშუალებით განხორციელებული ქმედებებისა და ტრანსაქციების ასევე ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების სავალდებულო ძალის და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის დამტკიცებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობის შესახებ.


5.3.  მომხმარებელი აღიარებს და აცნობიერებს, რომ მესამე მხარეს, რომლისთვისაც ცნობილი გახდა პროფილის პაროლი შეუძლია განახორციელოს პროფილზე წვდომა, ნებისმიეირ სახის ქმედება, ტრანზაქციის შესრულება და მომხმარებლის სახელით ვალდებულებების აღება.პროდუქტის მესაკუთრე (წარმომდგენელი) ხელმისაწვდომია პროფილის მეშვეობით მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ან/და ვალდებულების შესრულების დროს. თუ პორტალზე მოქმედებების განხორციელება (მათ შორის დამატებითი სესხის ოდენობის, დამატებითი პროდუქტის მოთხოვნა) ხდება მომხმარებლის სწორი ელ-ფოსტის მისამართის/პროფილის ID და პროფილის პაროლის გამოყენებით, ჩაითვლება, რომ შესაბამის პროფილზე მოქმედებებს ახორციელებს თავად მომხმარებელი და თავად იღებს სათანადო ვალდებულებებს პროდუქტის მესაკუთრ(ეებ)ის (წარმომადგენელის) წინაშე.


5.4.  მომხარებელი ველდებულია დაფაროს ყველა სახის საკომისიო/მოსაკრებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმ პროდუქტებისა თუ მომსახურების მიღების სანაცვლოდ რაც მოთხოვნილ იქნა პროფილზე ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად ან პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) პრეისკურანტის შესაბამისად მაშინ როდესაც მომხმარებელმა მოითხოვა და მიიღო დამატებითი მომსახურება ან პროდუქტები რაც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან არ არის მითითება ხელშეკრულებაში შესაბამის საფასურსა თუ საკომისიოზე.


6.  პასუხისმგებლობა


6.1.  მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა პორტალის პროფილის საშუალებით პროდუქტის მესაკუთრისთვის (წარმომადგენლისთვის) მიყენებულ ყველა ზიანზე, მათ შორის უნებართვო გამოყენების გამო, თუ მომხმარებელმა ჩაიდინა უკანონო ქმედება ან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, დაუდევრობით დაარღვია წინამდებარე წესების მუხლი 3.5 და 3.6 დაწესებული მოთხოვნები.


6.2.  მომხმარებელი კისრულობს ვალდებულობას პროფილზე განხორციელებულ ყველა სახის ზიანზე, ვალდებულებასა და სხვა საქმიანობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინამდებარე წესებისა და პირობების მუხლში 3.7 ხსენებულ შემთხვევებში პროდუქტის მესაკუთრისათვის (წარმომადგენელისთვის) ცნობებამდე, ვიდრე პროდუქტის მესაკუთრეს(წარმომადგენელს) მიეცემოდა საკმარისი დრო პროფილის დასაბლოკად.


6.3.  თუ პორტალზე პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენელის) უშუალო უკანონო საქმიანობის შედეგად მომხმარებელს მიადგა ზიანი, პროდუქტის მესაკუთრე(წარმომადგენელი) ვალდებულია აანაზღაუროს მომხმარებლისათვის მიყენებული პირდაპირი ზიანი.


6.4.  პროდუქტის მესაკუთრე (წარმომადგენელი) მთლიანად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ზიანისთვის, რომელიც მომხმარებელს მიადგა ან შეიძლება მიადგეს პორტალის გამოყენების შედეგად, მათ შორის:

6.4.1.  თუ მომხმარებელი არ მოვიდა შესაბამისობასი ან დაარღვია ხელშეკრულებ(ებ)ის დებულებები ან წინამდებარე წესები;

6.4.2.  მესამე პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედების შედეგად სანამ პროფილი დაიბლოკებოდა წინამდებარე წესების 3.7. პუნქტით გათვალისწინებული წესით.

6.4.3. გაუმართავი კავშირის ან პროდუქტის მესაკუთრისაგან(წარმომადგენელისგან) დამოუკიდებელი ხარვეზების ან დაბრკოლებების შედეგად;

6.4.4.  თუ ხელშეკრულების ან წესებისა თანახმად მოხდა პროფილის დაბლოკვა;

6.4.5.  პორტალის მუშაობა საფრთხის ქვეშაა, შეჩერებულია ან შეწყვეტილია რაიმე მიზეზის გამო.


6.5.  თუ მომხმარებელი უარყოფს, რომ მან თანხმობა განაცხადა (დაადასტურა) პროდუქტის მესაკუთრესთან(წარმომადგენელთან) ორმხრივ ურთიერთობაზე ან ინფორმაციის გაცვლაზე, მომხმარებლის ელ-ფოსტის მისამართისა/პროფილის ID და პროფილის პაროლის გამოყენება ითვლება საკმარის მტკიცებულებად იმისა, რომ მომხმარებელმა თანხმობა განაცხადა ორმხრივ ურთიერთობასა და ინფორმაციის გაცვლაზე, ან შესაძლო თაღლითური ქმედებით ან განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაარღვია წინამდებარე წესების მუხლის 3.5 და 3.6 მოთხოვნები.


6.6.  მხარეებს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა განპირობებულია მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ფორს მაჟორული გარემოებებით. მხარეები ფორს მაჟორულად მიიჩნევენ ისეთ გარემოებებს, რომელთა წინასწარ განჭვრეტა ან ზემოქმედება მათ ძალებს აღემატება, მათ შორის ელექტრო მომარაგების შეწყვეტა, სახელმწიფო დაწესებებულებების მიერ მიღებული ნორმატიული კანონმდებლობა, გაფიცვები, ომი, სტიქიური უბედურება ან სხვა მიზეზები, რომელთა თავიდან აცილება, ან პროგნოზირება მხარეებს არ ძალუძთ. მხარეს შეუძლია მიუთითოს ფორს მაჟორული გარემობა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ყველა ზომა მიიღო, რაც მასზეა დამოკდიებული, რათა შეესრულებინა წინამდებარე წესებით აღებული ვალდებულებები. ფორს მაჟორული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ განაგრძოს ვალდებულებების შესრულება.


6.7.  თუ მხარეები ორმხრივი ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლისთვის იყენებენ საკომუნიკაციო საშუალებებს, პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) არ ეკისრება პასუხისმგებლობა ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ფოსტის, კავშირის ელექტრონული ან სხვა საშუალების გაუმართაობით, აგრეთვე პორტალის მუშაობაზე პასუხისმგებელი ტექნიკური მოწყობილობის გაუმართაობით, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით, ელექტრონული მიმოცვლისა და გადახდის სისტემების (მათ შორის ონლაინ ბანკი) გაუმართაობით.


7.  პროფილის დაბლოკვა, დახურვა და განბლოკვა


7.1. პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) ენიჭება ერთპიროვნული უფლება შეტყობინების გარეშე დაბლოკოს ან გააუქმოს პროფილი, თუ: 

7.1.1.  მომხმარებელმა დაარღვია ხელშეკრულება ან წინამდებარე წესები, ან სხვაგვარად გამოიყენა პორტალი უკანონოდ;

7.1.2.  მომხმარებელმა პროდუქტის მესაკუთრეს(წარმომადგენელს) წარუდგინა ყალბი ან მცდარი ინფორმაცია ან გაყალბებული საბუთები;

7.1.3. მომხმარებელი არ ეთანხმება პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენელის) მიერ წესებში შეტანილ ცვლილებებს;

7.1.4. მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება შეწყდა, გაუქმებულია, ბათილია ან ცნობილია ძალადაკარგულად და მოხმარებელს არ გააჩნია არანაირი სახის შეუსრულებელი ვალდებულებები.


7.2. თუ პროდუქტის მესაკუთრემ(წარმომადგენელმა) დაბლოკა მომხმარებლის პროფილი,მისივე მოთხოვნის საფუძველზე მაშინ მომხმარებლის მიერ სერვის-ცენტრში შეტყობინების გაგზავნის ან სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული ზარის საფუძველზე პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) ენიჭება ერთპიროვნული უფლება განბლოკოს პროფილი მისთვის ახალი თავდაპირველი პაროლის მინიჭების გზით, რომელიც პროდუქტის მესაკუთრის(წარმომადგენელის) შეხედულებისამებრ გაეგზავნება მომხმარებელს ელ-ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე, ან პირადად გადაეცემა სერვის-ცენტრში გამოცხადებულ მომხმარებელს.


7.3.  მომხმარებელი დაბლოკილი პროფილის გააქტიურებას ახდენს პროფილზე მითითებულ ველში მომხმარებლის ელ-ფოსტის/პროფილის ID შეყვანით და პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენელის) მიერ მინიჭებულ თავდაპირველ პაროლს, პროფილზე მოცემული პროცედურის შესაბამისად, ანაცვლებს საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული პროფილის ახალი პაროლით.



8.  სხვა დებულებები


8.1. პორტალზე პროფილის შექმნა ან/და გააქტიურება არ წარმოადგენს პროდუქტის, მომსახურების მიღებისა და მოქმედი ხელშეკრულების დადების სავალდებულო წინაპირობას.


8.2.  მომხმარებელს (წარმომადგენელს) უფლება ენიჭება ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსში, ახალი ვერსიის პორტალზე გამოქვეყნებით, მომხმარებელი კი პორტალის პროფილის საშუალებით უზრუნველყოფს მასზე დათანხმებას, ფროფილის რეალურად (აქტიური ქმედებების განხორციელება) გამოყენებით. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წესების ახალ ვერსიას ეს უკანასკნელი ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ პროდუქტის მესაკუთრეს ელ-ფოსტის, სატელეფონო ზარის ან/და სერვის ცენტრში შესაბამისი განცხადების წარდგენის გზით და მოითხოვოს პროფილის გაუქმება, რაც გახდება იმის საფუძველი, რომ მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა გააგრძელონ პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) მომსახურების ცენტრების მეშვეობით.


8.4.  მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაუმჟღავნონ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და პორტალზე პროფილის მეშვეობით მიღებული ნებისმიერი ინფორმაცი მესამე მხარეებს, გარდა კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში.


8.5.  წინამდებარე წესები მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე მხარეები სათანადო წესით უზრუნველყოფენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.