(+995 32) 250 02 02 info@lendo.ge
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 14:00
(+995 32) 250 02 02 info@lendo.ge
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 14:00

პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, დებულებების შესაბამისად, პროდუქტის მესაკუთრე  (შემდგომში - პროდუქტის მესაკუთრე ან მონაცემების შემგროვებელი) ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი შპს „ბიარეს“ ს/კ: 405284829 (შემდგომში წარმომადგენელი), კონკრეტულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ ქვემოთ განსაზღვრულისამებრ.

1.პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკაში გამოყენებული განსაზღვრებები

1.1.მომხმარებელი: ფიზიკური პირი, რომელმაც პორტალზე წარმოადგინა ელექტრონული განაცხადის ფორმა, შესაბამისი პროდუქტის მისაღებად და ამგვარი ქმედებით სავსებით ეთანხმება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას;ფიზიკური პირი, რომლის განაცხადი დადასტურებული იქნა პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) მიერ და ვისთანაც დადებული იქნა ხელშეკრულება; 

1.2 პროდუქტის მესაკუთრე - იურიდიული პირ(ებ)ი რომლის პროდუქტ(ებ)საც ყიდის/მართავს/ასხვისებს შპს „ბიარესი“ მათ შორის პორტალის გამოყენებით ან ნებისმიერი მესამე პირის -წარმომადგენელის(იურიდიული პირი) მეშვეობით, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შპს „ბიარეს“-ის კონკრეტული ან ყველა ფუნქციები.

1.3.პორტალი: ვებგვერდი (ამჟამად გააჩნია დომეინის სახელი www.lendo.ge), სადაცმომხმარებელი იდენტიფიცირებულია თავისი პერსონალური პროფილით და რომელიც უზრუნველყოფს ორმხრივ კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლას მომხარებელსა და პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) შორის; 

1.4.ხელშეკრულება: მომხამრებელსა და პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) შორის შესაბამის პროდუქტზე დადებული ხელშეკრულება რომელიც ადგენს პროდუქტ(ებ)ის გაცემისა და ვალდებულების შესრულების პირობებს მომხმარებელსა და პროდუქტის მესაკუთრეს (წარმომადგენელს) შორის;

1.5.წინასახელშეკრულებო პერიოდი: დრო იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელმა მიაწოდა პროდუქტის მესაკუთრეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კრედიტუნარიანობის (გადამხდელუნარიანობის) შესაფასებლად, ხელშეკრულების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დასამყარებლად.

2.რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ?

პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი დაამუშავებს მომხმარებლის შემდეგ პერსონალურ ინფორმაციას: სახელი და გვარი, ელ-ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილი, შემოსავლის წყაროები, სქესი, ვიზუალური გარეგნობა (ფოტოები ან/და ვიდეოები),ხმოვანი (აუდიო) ხმის ჩანაწერები, საანგარიშსწორებო ბარათ(ებ)ის მონაცემები, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, პროდუქტის მესაკუთრის/წარმომადგენლის მიერ მინიჭებული მომხმარებლის პროფილის პაროლი, მომხმარებლის ანგარიშ(ებ)თან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები,ინფორაცია და დოკუმნეტები დაკავშირებული მომხმარებლის ანგარიშებთან, დასაქმებასთან, სოციალ დაცვასთან, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მომხმარებლის პერსონალური მონაცემები”).

3.როგორ გამოვიყენებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი დაამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისათვის:

3.1.მოხმარებლის პროფილის შექმნისა და პორტალის გამოყენებისათვის, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მოითხოვოს/განაცხადოს, მიიღოს და წვდომა ჰქონდეს პროდუქტის მესაკუთრ(ეებ)ის (წარმომადგენლის) სერვისებზე/პროდუქტებზე პორტალის გამოყენების წესებისდა პირობების და აგრეთვე ხელშეკრულების თანახმად;

3.2.იდენტიფიკაცია და ვალიდაციისათვის, შესაბამისად:

3.2.1.მომხმარებლის ტელეფონის ნომერის ვალიდაციისათვის; 

3.2.2.მომხმარებლის ვიზუალური გარეგნობის ფოტოს გადაღება/მიღება იდენტიფიკაციის მიზნებისათვის; 

3.2.3.მომხმარებლის საანგარიშსწორებო ბარათ(ებ)ის მონაცემების დამუშავება მათი შეყვანის მიზნებისათვის განაცხადის ფორმაში ავტორიზებული სერვისის პროვაიდერის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორების გამოსაყენებლად; 

3.3.კრედიტუნარიანობის შეფასება, შესაბამისად მომხმარებლის კრედიტუნარიანობის (გადამხდელუნარიანობის) შესაფასებლად მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე და მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მის მიერ ან უფლებამოსილი მესამე პირების (საკრედიტო ბიუროების და სხვ. ჩათვლით) საშუალებით, წინასახელშეკრულებო პერიოდის და ხელშეკრულების შესრულების განმავლობაში.

3.4.ხელშეკრულების შესრულებისათვის, შესაბამისად პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) ყველა უფლების და მოვალეობის განხორციელება ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების შესრულებაზე მონიტორინგის ჩათვლით და პროდუქტის მესაკუთრის უფლებების აღსრულება მომხმარებლის მიმართ;

3.5.სტატისტიკისა და ანგარიშგებისათვის, შესაბამისად ყველა სავალდებულო ანგარიშის წარდგენა პასუხისმგებელი ორგანოებისათვის, აგრეთვე მომხარებლის შიდა სტატისტიკის (მათ შორის საკრედიტო ისტორიის) შექმნა;

3.6.კომერციული ინფორმაციის მისაწოდებლად - ბიულეტენები,რეკლამადა ინფორმაცია პროდუქტების/სერვისების შესახებ რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს მომხმარებლის ინტერესებს. ნებისმიერი აღნიშნული კომუნიკაცია გაიგზავნება [ელ-ფოსტის/პორტალის/მოკლე ტექსტური შეტყობინების] საშუალებით. მოხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, გამოეთიშონ აღნიშნული საინფორმაციო ბიულეტენების, რეკლამების (არსებობის შემთხვევაში) და სხვა კომერციული შეტყობინებების მიღებას.

4.მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები პროდუქტის მესაკუთრეს/წარმომადგენელს შეუძლია გადასცეს:

4.1.პროდუქტის მესაკუთრემ მის მონაცემთა დამმუშავებლებს, რომლებიც პროდუქტის მესაკუთრის (წარმომადგენლის) სახელით მონაცემების დასამუშავებლად არიან დანიშნულნი;

4.2.მესამე პირებს (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ - საკრედიტო ბიუროები, და ნებისმიერი სხვა ნებადართული იურიდიული პირები, დავალიანების ამომღები სააგენტოები; მონაცემების დამმუშავებლები, მათ შორის საზღვარგარეთ მდებარე), და მიიღოს ინფორმაცია მათგან მომხმარებლის შესახებ, რათა შეფასდეს მომხმარებლის კრედიტუნარიანობა (გადამხდელუნარიანობა) და მიაწოდოს მონაცემები მოხმარებლის ფინანსური ქცევის შესახებ პროდუქტის მესაკუთრის/წარმომადგენლის სახელშეკრულებო/იურიდიული უფლებების და მოვალეობების შესაბამისად; 

4.3.მომხმარებლის საანგარიშსწორებო ბარათ(ებ)ის მონაცემები, შესაძლოა პროდუქტის მესაკუთრის/წარმომადგენლის მიერ გადაეცეს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, ხელშეკრულების შესრულების პროცესში მომხმარებელს და პროდუქტის მესაკუთრეს/წარმომადგენელს შორის გადახდების დასამუშავებლად.

4.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების გადაცემასთან დაკავშირებით ან მასზე მოლაპარაკებების პროცესში; 

4.5.მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამჟღავნდეს კანონით მოთხოვნის შემთხვევაში და როდესაც პროდუქტის მესაკუთრეს/წარმომადგენელს კეთილსინდისიერად მიაჩნია, რომ აღნიშნული გამჟღავნება შესაბამისია პროდუქტის მესაკუთრის/წარმომადგენლის უფლებების დასაცავად და/ან სასამართლო საქმის წარმოების, სასამართლო გადაწყვეტილების ან სამართლებრივი პროცესების დასაკმაყოფილებად. 

მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი არ გამოიყენებს შემდეგი მიზნებისათვის:

4.6.ვაჭრობა, მიყიდვა ან იჯარა მესამე მხარეებთან მომხმარებლის თანხმობის გარეშე; 

4.7.გადაცემა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ევროკავშირის ფარგლებში მონაცემთა გაცვლის და შენახვის მიზნების გარდა, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით.

5.რამდენ ხანს ვინახავთ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს?

5.1.მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დამუშავდება მომხმარებელს და პროდუქტის მესაკუთრეს/წარმომადგენელს შორის ურთიერთობის სრული პერიოდის განმავლობაში და დამატებით 5 წლის განმავლობაში ჩანაწერების შენახვის მიზნებისათვის (მგ. ანგარიშგების ვალდებულება სახელმწიფო ორგანოების მიმართ, სასამართლო, საარბიტრაჟო და ადმინისტრაციული პროცედურებში უფლებების და ინტერესების დაცვა, აგრეთვე სტატისტიკა), საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

5.2.თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს თანხმობაზე და არ არსებობს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების სხვა იურიდიული საფუძველი ან მიზანი და არ არსებობს უფრო მეტი ლეგიტიმური საფუძვლები ამისათვის, პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი შეწყვეტს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას. 

6.მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

6.1. პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი ზრუნავს შეგროვილი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე და იღებს შესაბამის ტექნიკურ და საორგანიზაციო ზომებს აღნიშნულ ინფორმაციაზე არა ავტორიზებული წვდომის აღსაკვეთად. აღნიშნული ზომები მოიცავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის კონტროლთან დაკავშირებულ პოლიტიკებს, პროცედურებს და ტექნიკურ ელემენტებს. აღნიშნული ზომები გონივრულად არის ჩამოყალიბებული, რათა მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დაცული იყოს დაკარგვისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, გადაკეთებისა და განადგურებისგან. მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებზე არა ავტორიზებული წვდომის აღკვეთისათვის ხელშესაწყობად, პროდუქტის მესაკუთრეს/წარმომადგენელს შეუძლია გამოიყენოს დაშიფვრა, დაცული მაერთებლების დონე, ქსელური დაცვის სისტემები, ფიზიკური საკეტი და გასაღები, შიდა შეზღუდვები, პაროლით დაცვა და უსაფრთხოების სხვა საშუალებები. გარდა ამისა, პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი იყენებს სტანდარტული უსაფრთხოების პროტოკოლებს და მექანიზმებს მგრძნობიარე მონაცემების გადაცემისათვის. 

7.მონაცემთა სუბიექტების უფლებები

7.1. წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის თანახმად, მომხმარებელთა პერსონალური მონაცმების დამუშავებაზე თანხმობა არ არის სავალდებულო, თუმცა თანხმობაზე უარის თქმა გამოიწვევს პროდუქტის მიღების, პორტალის გამოყენების და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობას პორტალის გამოყენების ვადების და პირობების შესაბამისად

7.2. “პერსონალური მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები: უფლება, იყოთ ინფორმირებული; მონაცემებზე წვდომის უფლება; მონაცემებში ჩარევის უფლება; გაპროტესტების უფლება; უფლება, არ დაექვემდაბაროთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას; სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

7.3. ზემოთ აღნიშნული უფლებებით სარგებლობისათვის მომხმარებელს შეუძლია წარადგინოს წერილობითი, დათარიღებული და ხელმოწერილი პეტიცია შემდეგ მისმართზე: info@brs.ge.

7.4. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის გათვალისწინებით, პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი:

ა) დაუდასტურებს მოსარჩელეს, თუ იგი ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, უფასოდ ერთი აღნიშნული მოთხოვნის/წლისათვის;

ბ) შეასწორებს, განაახლებს, დაბლოკავს, წაშლის ან გახდის ანონიმურს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც არ მუშავდება შესაბამისი იურიდიული მოთხოვნების თანახმად;

გ) შეწყვეტს მოსარჩელის კუთვნილი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

8.პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის განახლება

8.1. წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა პროდუქტის მესაკუთრეს/წარმომადგენელს შეუძლია განაახლოს დროგამოშვებით, რამდენადაც მისი საქმიანობა და სერვისები ფართოვდება ან იცვლება, ან თუ პროდუქტის მესაკუთრისგან/წარმომადგენლისგან აღნიშნულს მოითხოვს კანონი. ასეთ შემთხვევაში, პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი პორტალზე და ფილიალში გამოაქვეყნებს უახლეს ვერსიას ისე, თავის სერვის-ცენტრში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რომ მომხმარებელს შეეძლოს, პერიოდულად შეამოწმოს, არსებობს თუ არა რაიმე განახლება. თუ პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი არსებითად ცვლის წინამდებარე პერსონალური მოანაცემების დაცვის პოლიტიკაში გაცხადებულ პრაქტიკას, პროდუქტის მესაკუთრე/წარმომადგენელი მომხმარებელს შეატყობინებს ელექტრონული წერილის გაგზავნის საშუალებით მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ელ-ფოსტის მისამართზე ან პორტალის საშუალებით.

ბოლო განახლება: 21.09.2018.

© 2018 შპს “ბიარეს“ ყველა უფლება დაცულია.