(+995 32) 250 02 02 info@lendo.ge ორშ - პარ 9:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 10:00 - 20:00
მეგობარი რომელსაც შეგიძლია ენდო

კითხვა/პასუხი

სწრაფი სესხი

  • ვის შეუძლია ლენდოს სწრაფი სესხით სარგებლობა?

    ლენდოს სწრაფი სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს,  21 წლიდან 75 წლის ჩათვლით.

  • როგორ ხდება სესხზე განაცხადის გაკეთება და თანხის მიღება?

    სესხზე განაცხადის შევსება შესაძლებელია, როგორც  ვებ-გვერდიდან -  www.lendo.ge ასევე ლენდოს ნებისმიერ ფილიალში. ინტერნეტ განაცხადის შევსების პირველი ეტაპია - სასურველი თანხის არჩევა, შემდგომ მოთხოვნილი მონაცემების სწორად დაფიქსირება. განაცხადის მიღებიდან 10 წუთის განმავლობაში დაელოდეთ ჩვენგან პასუხს sms შეტყობინების სახით. სესხის დამტკიცების შემთხვევაში, თანხის მისაღებად  მიმართეთ ლენდოს ნებისმიერ ფილიალს. გაითვალისწინეთ, რომ თანხის მიღება ხდება პირადობის მოწმობით/პასპორტით, რომელსაც არ აღენიშნება დაზიანება. ფილიალების მისამართებისა და სამუშაო საათებზე ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ https://lendo.ge/our-stores 

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, განმეორებით სესხზე,  თუ თქვენ თანხას 14 დღემდე გამოიტანთ, თქვენ გადაიხდით დაჩქარებული სესხის საკომისიოს და განაღდების საკომისიოს.

    თუ თქვენ განმეორებით სესხს 14 დღის შემდეგ გამოიტანთ, ამ შემთხევაში სესხის გამოტანა უფასოა.

  • არის თუ არა პირველი სესხი უპროცენტო?

    დიახ, ლენდოში პირველი სესხი 700 ლარამდე, 30 დღემდე ვადით არის უპროცენტო.

     

  • რა რაოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი განმეორებითი სესხის შემთხვევაში?

    სესხის მაქსიმალური თანხა შეიძლება იყოს 1000 ლარი, სესხის ლიმიტის განსაზღვრა  ხდება ინდივიდუალურად.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განმეორებითი  სესხის ფილიალიდან აღებისას  თქვენ  იხდით  სესხის განაღდების  საკომისიოს,  თანხის 1% - ს. 
    ხოლო საბანკო  ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ხდება საკომისიოს გარეშე. საბანკო ანგარიშზე დამტკიცებული სესხის მისაღებად, საჭიროა თქვენი საბანკო რეკვიზიტები წარადგინოთ ლენდოს ნებისმიერ ფილიალში და ჩვენ დამტკიცებულ სესხს გადმოგირიცხავთ თქვენს მიერ მითითებულ  ანგარიშზე.

  • რა ვადით შემიძლია ავიღო სწრაფი სესხი?

    სწრაფი სესხის აღება შესაძლებელია 7 დღიდან 12 თვემდე ვადით.  ვადის არჩევა ხდება განაცხადის შევსებისას. 

     

  • რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი სესხის მიღება?

    განაცხადზე პასუხის მიღება ხდება SMS შეტყობინებით, განაცხადის შევსებიდან 10 წუთის განმავლობაში. სესხზე დასტურის შემთხვევაში თანხის მისაღებად საჭიროა მიმართოთ ლენდოს ნებისმიერ ფილიალს.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სესხის დამტკიცების შემთხევაში,  თუ თქვენ თანხას იმავე დღეს გამოიტანთ ლენდოს ფილიალიდან, თქვენ გადაიხდით დაჩქარებული სესხის საკომისიოს.

    თუ თქვენ დამტკიცებულ სესხს 14 დღის შემდეგ გამოიტანთ, ამ შემთხევაში სესხის გამოტანა უფასოა

  • სასესხო განაცხადის განსახილველად საჭიროა თუ არა პირველადი შენატანის ან საკომისიოს გადახდა?

    განაცხადს ჩვენ განვიხილავთ უფასოდ, ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე.

  • სესხის მისაღებად არის თუ არა საჭირო თავდები ან გირაო ?

    არა, ლენდოში სწრაფი სესხის ასაღებად არ არის საჭირო არანაირი უზრუნველყოფა.

  • რატომ არ ხდება ლენდოს სესხის ჩარიცხვა პირდაპირ ანგარიშზე?

    პირველი სესხის მისაღებად აუცილებელია ეწვიოთ ლენდოს ნებიესმიერ ფილიალს. განმეორებითი სესხის შემთხევაში თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ლენდოს უახლოეს ფილიალს და გაააქტიუროთ თქვენი საბანკო ანგარიში. თქვენი საბანკო ანგარიშის გააქტიურება აუცილებელია, რათა მოხდეს თქვენი ანგარიშის იდენტიფიცირება ლენდოს სისტემაში. 

  • მიმდინარე აქტიური სესხის პირობებში, შეიძლება თუ არა მეორე სესხზე განაცხადის გაკათება ლენდოში?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე სესხის აღება ერთდროულად, მაგრამ თანხის მოცულობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ  სასესხო ლიმიტზე.

  • მიმდინარე აქტიური სესხის პირობებში, შეიძლება თუ არა მეორე სესხზე განაცხადის გაკათება ლენდოში?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე სესხის აღება ერთდროულად, მაგრამ თანხის მოცულობა დამოკიდებული იქნება ინდივიდუალურ  სასესხო ლიმიტზე.

  • შემიძლია თუ არა სესხის ვადის შეცვლა?

    30 დღემდე ვადით აღებული სესხის ვადის შეცვლა შესაძლებელია  7, 14 ან 30 დღით.

    სესხის დაგვიანების საკომისიო იხილეთ ლენდოს ვებ გვერდზე www.lendo.ge

  • რა უპირატესობა აქვს გრძელვადიან სწრაფ სესხს - 3 თვიდან 12 თვემდე?

    ჩვენ გაძლევთ საშუალებას გრძელვადიანი სესხი დაფაროთ წინასწარ განსაზღვრული, მოსახერხებელი გრაფიკით, რომელიც შეგიძლიათ  იხილოთ  ჩვენს ვებ-გვერდზე  სესხის თანხისა და ვადის არჩევისას. https://lendo.ge/

  • როგორ გავაუქმო დამტკიცებულ სესხზე განაცხადი თუკი ვერ ვახერხებ ფილიალში მისვლას ან აღარ მჭირდება თანხა?

    აუთვისებელი სესხი ავტომატურად გაუქმდება 14 სამუშაო დღის შემდეგ, ასევე, დამტკიცებული სესხის გაუქმება შესაძლებელია ცხელ ხაზზე შეტყობინების დატოვებით  250 02 02

     

  • რატომ არ დამიმტკიცდა სესხი?

    სესხზე უარის მიზეზი შესაძლებელია იყოს მსესხებლის ნეგატიური საკრედიტო ისტორია, ან კომპანიის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც ვერ მოხდა მსესხებლის მხრიდან.

  • როგორ ხდება სესხის დაფარვა?

    სესხის დაფარვა შესაძლებებლია  

    • Express Bank, NOVA და TBC Pay - ს სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით
    • ლენდოს  ნებისმიერ ფილიალში
    • საბანკო ანგარიშსწორებით. საბანკო რეკვიზიტებზე ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ https://lendo.ge/repayments 

    გთხოვთ, თანხის გადახდისას გაითვალისწინოთ ტერმინალის საკომისიო