(+995 32) 250 02 02 info@lendo.ge
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 14:00
(+995 32) 250 02 02 info@lendo.ge
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 14:00

4 წესი გონივრულად ვაჭრობისთვის


 ხშირად სიჩქარის, სიზარმაცის თუ უყურადღებობის გამო გვავიწყდება, რომ თანხის დაზოგვა არაერთ ყოველდღიურ სიტუაციაშია შესაძლებელი. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა თუ წესს, რომელთა რეგულარული გამოყენებით შესაძლებელია ხარჯების საგრძნობლად შემცირება.


წესი 1 - ფასდაკლების საიტები

სანამ რამეს შეიძენთ, ნუ დაიზარებთ და წინასწარ აუცილებლად შეამოწმეთ ქართული ფასდაკლების ვებსაიტები, როგორიცაა swoop.ge და hotsale.ge, რადგან, შესაძლოა, იგივე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე არსებობდეს ფასდაკლება.


წესი 2 - დაგროვების ბარათები და ლოიალობის პროგრამები

გამოიყენეთ ქართული ლოიალობის და დაგროვების ბარათები, როგორიცაა უნიქარდი, პლიუსი, ასევე ცალკეული კომპანიების ერთგულების ბარათები. თუკი თქვენთვის მისაღებია, რომ კომპანიებმა იცოდნენ, რას ყიდულობთ, მაშინ ლოიალობის ბარათების საშუალებით დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზოგავთ თანხებს.


წესი 3 - ფასების ისტორიის საიტები

თუ გადაწყვეტთ უცხოური საიტებიდან, მაგალითად ამაზონიდან, რამე გამოიწეროთ, გადაწყვეტილების მიღებამდე გამოიყენეთ ფასების ისტორიის სერვისები, როგორიცაა camelcamelcamel.com და keepa.com.

ამ სერვისების საშუალებით შეძლებთ ნახოთ, თუ როგორ იცვლებოდა თქვენთვის სასურველი პროდუქტის ფასი. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ წუთას ფასი ძალიან გაზრდილია, აქამდე კი ბევრად მცირე იყო, რა შემთხვევაშიც უმჯობესია დაელოდოთ ფასის ისევ დავარდნას.

ასევე შესაძლებელია მიიღოთ ავტომატური იმეილები, როცა თქვენი სასურველი პროდუქტის ფასი თქვენთვის ხელსაყრელ ფასზე ქვემოთ ჩამოვა.

ამ სერვისების საშუალებით, ხშირად, ძალიან იაფად შეძლებთ სასურველი ნივთის მოპოვებას.


წესი 4 - დღგ-ს დაბრუნება 

თუკი ევროკავშირში მოგზაურობთ და შეიძენთ რამდენიმე ასეული ევროს ღირებულების ნივთს, არ დაგავიწყდეთ, რომ ევროკავშირის დატოვებისას შეგიძლიათ დამატებითი ღირებულების გადასახადის უკან მიღება.

ამ შესაძლებლობით სარგებლობისთვის, საჭიროა მაღაზიაზე ეწეროს tax-free. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს (ინგლისურ ენაზე): https://ec.europa.eu/taxation_customs/individuals/travelling/travellers-leaving-eu/guide-vat-refund-visitors-eu_en

ზოგადად, ნებისმიერი ხარჯი უნდა იყოს წინასწარ გათვლილი და შესწავლილი. შესაბამისად, თუკი გეგმავთ მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთებას უახლოეს მომავალში, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენს საიტზე საჭირო თანხა, გაეცნოთ შემოთავაზების პირობებს და მიიღოთ გადაწყვეტილება.